სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

     "კონტრშეტევის დროა... გადაიღეთ და არ გაატაროთ არცერთი პრობლემა ქუჩებში... ვუპასუხოთ ერთი "რუსთავი 2"-ის სანაცვლოდ მილიონი "რუსთავი 2"-ით..." - ასეთ მოწოდებას ავრცელებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

    "გავრილოვის სისხლიანი ღამის ერთი თვის თავზე მტერი შტურმზეა გადმოსული, თავისუფლების ციხესიმაგრე ალყაშია, შიგნით ჩვენები არიან! ნუ დავრჩებით მომლოდინეს პოზაში, კონტრშეტევის დროა! ბევრი "რუსთავი 2" გვექნება! აამოქმედეთ აიფონი თუ სმარტფონი და არ გაატაროთ არცერთი პრობლემა ქუჩაში, გადაიღეთ საყოველთაო სიღატაკის პირობებში, თბილისსა თუ რეგიონებში მოშლიგინე სამთავრობო ესკორტები, თქვენი ჯიბიდან მოპარული ბიუჯეტის ხარჯზე, ძვირადღირებულ მარკეტებში ბედნიერად მოსიარულე უმრავლესობისა და მთავრობის წევრები, რესტორნის კუპეებში დამალულად მოქეიფე ქართული ოცნების აქტივისტები, გახდით თითოეული თქვენგანი რ2, ვუპასუხოთ, ერთი რუსთავი 2-ის სანაცვლოდ მილიონი რუსთავი 2-ით! არ დატოვოთ არცერთი პრობლემა! ყველაფერი დააფიქსირეთ და დაყარეთ სოციალურ ქსელებში!" - წერს ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×