რეზონანსი
21.07.2019

  დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე, ათეულობით ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობით გაჩნდა.

დასუფთავების დროს დაუდევრობით წვავენ ნარჩენებს, რამაც ათეულობით ჰექტარი ტერიტორიის დაწვა გამოიწვია. გაგვიმართლა, რომ ქერისა და ხორბლის მოსავალი აღებულია- უთხრა პრაიმტაიმს ჯანიაშვილმა.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მეპატრონეები ნაკვეთებს ასუფთავებენ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×