სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

      ამერიკაში მოღვაწე ჟურნალისტი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში გუშინდელი აქციის შესახებ წერს :

     

    "დღეს ჩვეულებისამებრ მივედი მთავრობის სახლთან. გულით გავიხარე, როცა ხალხის საკმაოდ დიდი ჯგუფი დავინახა, გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე უკანასკნელ დღეებში. მერე გამახსენდა, რომ 20 ივლისი განსაკუთრებული თარიღია. სწორედ ერთი თვის წინ, 20 ივნისს მოხდა გახარიას ბრძანებით ის საზარელი დარბევა, რის შემდეგ ქოცებისთვის დროებით მაინც უხერხული გახდა "სისხლიან 9 წელზე" ლაპარაკი. რა ბედნიერი ვიყავი, რომ ამდენმა ადამიანმა პატივი სცა ამ თარიღს და საშინელი სიცხის მიუხედავად მივიდა მთავრობის სასახლესთან.

    მერე...

    მერე დამეცა თავზარი! აქციის ერთერთმა ლიდერმა, როგორც ირკვევა ერთერთი ცნობილი პარტიის ლიდერის ნათესავმა, გამოაცხადა, რომ ილაპარაკებენ მოწვეული პირებიო. ორიოდე გამომსვლელის შემდეგ მიკროფონთან გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგვლაშვილი, უკვე მეორედ თუ მესამედ მას შემდეგ, რაც ეს აქციები დაიწყო.

    ის ლაპარობდა, რომ ეს ბრძოლა არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომ ჩვენ, ანუ აქციის მონაწილეები ფეხს არ მოიცვლიან და იდგებიან გამარჯვებამდე. მან მოუწოდა შეკრებილთ, მოდით, თქვენც მიიღეთ მონაწილეობა ახალი საქართველოს მშენებლობაშიო და სხვა მსგავსი საგმირო საქმეებისკენ უბიძგა.

    გახსენება არ გჭირდებათ, რომ ეს ის მარგველაშვილია, -

    1. რომელიც ბორია ივანაშვილმა დასვა პრეზიდენტის სავარძელში,

    2. რომელმაც განათლების მინისტრად ყოფნის დროს, ბორიას დინასტიის დაწყების პერიოდში დახურა კახა ბენდუქიძის შესანიშნავი უნივერსიტეტი. თვითონ ბენდუქიძე იგივე ბორიამ ინფარქტამდე მიიყვანა და მოკლა,

    3. რომელსაც მისი პრეზიდენტობის დროს ერთი გაბედული ნაბიჯი არ გადაუდგამს, ერთი დამოუკიდებელი აზრი არ გამოუთქვამს, ერთი არ წამოუკნავლებია, როდესაც პარლამენტში ჩამჯდარმა ბანდიტებმა ყველა უფლება ჩამოართვეს,

    4. რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს.

    მაგრამ მათ მიკროფონთან არ მიუშვეს სანდრა რულოვსი...

    ეგებ ვინმემ ამიხსნათ, რაშია საქმე?

    თუმცა ზოგიერთ რამეს ჩემი პატარა ჭკუითაც ვხვდები."

    წყარო: ალია

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×