სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

      პროკურორის ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია და ის საქართველოში არ დაუკავებიათ.

    „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იულია სუსლიაკი საქართველოში საერთოდ არ იმყოფება. საქართველოში ნამდვილად არავის დაუკავებია იულია სუსლიაკი. ჩემთვის უცნობია ამ ეტაპისთვის სად არის იულია სუსლიაკი. საქართველოში არავის დაუკავებია და საზღვარგარეთ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ჩემთვის უცნობია",-აცხადებს პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

    ცნობისთვის, იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკი ბაქო-თბილისის რეისიდან სამართალდამცველებმა გაიტაცეს. როგორც ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფორმიანმა შსს-ს თანამშრომლებმა სუსლიაკი პროკურორების, მათ შორის პროკურორ მარიამ გოგორელიანის დავალებით აიყვანეს.

    წყარო:ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×