სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

      უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი, რომელსაც ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.

    დღეს დილით ის ბაქოდან თბილისში მატარებლით მოემგზავრებოდა, რა დროსაც პოლიციამ შეაჩერა.

    როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, იულია სუსლიაკი ქვეყანაში არ შემოუშვეს, იმ მიზეზით, რომ მას არ ქონდა საკმარისი ფინანუსრი რესურსი და ამასთან არ იძლეოდა ინფორმაციას ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით.

    „უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის „დ" და „თ" საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების , სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისი"-ს გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართულებით",- აცხადებენ შს სამინისტროში.

    თავდაპირველად იულია სუსლიაკის ადვოკატმა მისი დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ზურაბ თოდუა ამბობდა რომ დაკავების ერთადერთი მიზანი ტრეფიკინგში ბრალდებულის მიერ დაგეგმილი პრესკონფერენციოა იყო. კერძოდ ადვოკატის ვერსიით, სუსლიაკს დეტალების გასაჯაროება სურს და ეს გამოძიების ინტერესში არ შედის.

    იულია სუსლიაკი თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან ორი დღის წინ გაათავისუფლეს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×