რეზონანსი
21.07.2019

  უკრაინაში მიმდინარე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ისაუბრა საკუთარი შეხედულების შესახებ, თუ ვინ წარმოუდგენია პრემიერმინისტრის თანამდებობაზე.

ზელნსკი ამბობს, რომ ამ პოსტზე პროფესიონალ ეკონომისტს ისურვებდა, რომელიც ამ დროისთვის რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებს.

„მე ვისურვებდი, რომ ამ პოსტზე აბსოლუტურად დამოუკიდებელი პერსონა იყოს, რომელიც არ ყოფილა არასოდეს არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტის სპიკერი და არც რომელიმე ფრაქციის ლიდერი", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ეს განცხადება საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×