სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

      იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველი მესაზღვრეები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სუსლიაკის დოკუმენტაციას ამოწმებენ. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უკვე ერთი საათია, რაც საზღვარზე საპასპორტო კონტროლი მიმდინარეობს და მისთვის გაუგებარია, რა მიზეზით ხდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეყოვნება.

    „საქართველოს პატივცემული მესაზღვრეები ცდილობენ, რომ ჯერ მე შემომატარონ საქართველოში და შემდეგ იულიას მიხედონ, მაგრამ მე ცოცხალი თავით არ გავდივარ, სანამ ქალბატონს არ გაატარებენ. მისი პასპორტისა და დოკუმენტების შემოწმება უკვე ერთი საათია მიმდინარეობს და არ ვიცით მიზეზები, რატომ აყოვნებენ ამდენ ხანს.მოვიკითხე, თუ რაშია საქმე, ამდენი ხანი რატომ არ ატარებენ და მითხრეს, რომ მას საქართველოში საცხოვრებელი არ აქვსო. ვუთხარი, რომ ჩემს საცხოვრებელ მისამართზე იცხოვრებს. ნახეს რეესტრი, რომ ნამდვილად მერიცხება საცხოვრებელი ფართი. ფული რომ არ აქვსო?-ვუთხარი რომ ჩემს ხარჯზე იცხოვრებდა. ახლა კიდევ რას მოიფიქრებენ არ ვიცი", -აცხადებს სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

    წყარო:ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×