რეზონანსი
21.07.2019

 რუსეთში თურქმენეთის საელჩო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თურქმენეთის პრეზიდენტის გურბაგული ბერდიმუხამედოვის გარდაცვალების შესახებ.  „ეს სიცრუეა. ეს ინფორმაცია კი არა, ფსევდოინფორმაციაა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადეს საელჩოში.

რუსული მედიასაშუალებები კი ევრაზიის პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორს ასლან რუბაევს ეყრდნობიან, რომელიც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი შვებულებაში ყოფნისას გარდაიცვალა.

გურბანგუნლი ბერდიმუხამედოვი შვებულებაში 15 ივლისს გავიდა. პირველი ცნობები მისი გარდაცვალების შესახებ ტელეგრამ-არხ „ელმურიდზე“ გავრცელა, რომელიც არაბული ქვეყნების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში სპეციალიზდება.

ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა იუთუბ-არხმა „თავისუფალმა თურქმენეთმა“, რომლის ინფორმაციით, პრეზიდენტი 20 ივლისს ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
status quo   (22.07.2019)
ალბათ, ორეულს ეძებენ...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×