სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, პარტია „ხალხის მსახური“ უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობას წარმოადგენს, თუმცა, მას კოალიციის შექმნა სხვა პარტიასთან ერთად სჭირდება იმისათვის, რომ მთავრობის ფორმირება მოახდინოს. თავის მხრივ, ზელენსკი გამორიცხავს პრორუსულ პარტია „ოპოზიციის პლატფორმასთან“ კოალიციას.

    არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ამომრჩეველთა 42 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, „ოპოზიციის პლატფორმამ“ - 12%, ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“ - 8.64%, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინამ“ კი - 8,33%. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა გაერთიანებამ“ უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ხმათა 0, 47 % მიიღო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×