სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. "პოსტ სკრიპტუმის" ჟურნალისტს თენგო გოგოტიშვილი ტელეკომპანიის ახალ მფლობელზე საუბრობს:

    "რუსთავი 2"-ში ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, დაბნეულობაა, ყველა რაღაცას ელოდება. რას იზამს ახალი დირექტორი, არ ვიცით. სალია ჯერ კაბინეტშიც არ შესულა. მღელვარება არის, თუმცა ვულკანი არ იფრქვევა. ცივილიზებულად იქცევიან, ვისთანაც მოინდომეს შეხვედრა, ყველა შეხვდა. დოკუმენტებიც აჩვენეს. ბოიკოტს არავინ უცხადებს. 

    ქიბარ ხალვაში  ძალიან ნეიტრალური ხელმძღვანელია. იგი ადრეც მართავდა ტელევიზიას და არ მახსოვს რამეში აქტიურად ჩარეულიყოს, თუმცა შეიძლება დირექტორსა და მას ჰქონდათ მწვავე ურთიერთობა. ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგისახელებთ, მე რაღაც მეთქვას და მერე ხალვაში მოვარდნილიყო, ეს რა გააკეთეო. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. ბევრ დირექტორზე მოკრძალებული ადამიანი იყო, იშვიათადაც მოდიოდა" - განუცხადა "კვირის პალიტრას" გოგოტიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    bumerangi   (22.07.2019)
    ase Gogit?RATOM UNDA DAKARGO SAMSAXURI AXIREBULI SISXL MOWAMLULI POLITIKOSEBIS GAMO? GAINAGDEBEN TAVISAS DA MER VIGAS AXSOVXAR??? SHEN OJAXS EGENI AR DAAPUREBEN SHEN TU AR ISHROME!

    ლინდა   (22.07.2019)
    გოგოტ! შენი ფართოსუჟეტიანი ლირიკა კარგად გვახსოვს. ერთს ვერ ვიხსენებ,ქიბარს ადრეც აქებდი? მოკლედ, დღეს საქართველოში ყველაფერი მოსულა!!! "შენაც ბრუტუს???!!!"


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×