სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაზეთ „კვირის პალიტრაში" იურისტ ლია მუხაშავრიას ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც მუხაშავრიამ „რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა:

    „თვალში საცემი იყო, იმ დღეს წულუკიანი შავებში რომ იყო გამოწყობილი. ეტყობა, არ იცოდა, რა გადაწყვეტილება იქნებოდა და ალბათ, არ მოელოდა ამ შედეგს, თორემ როგორც სჩვევია, ფერად ტანსაცმელს ჩაიცვამდა".

    ამ შეფასებას თეა წულუკიანი Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა:

    „არც კი ვიცი, როგორ ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანი ასე მიდის ხელიდან და მისთვის იმ ადამიანის პირადი ტრაგედია და გლოვაც კი დასაცინი ხდება ხოლმე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვერ იტანს. ალბათ, პოლიტიკოსმა და მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, შინ ტრაგედია აქვს. დასანანია", - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    კაცი   (23.07.2019)
    განაწყენებულ (თანამდედობა არ მიართვეს) მუხაშავრიას ნარჩენი გონებაც დაებინდა "სამწუხაროა".

    777   (22.07.2019)
    თეა"მინისტრი" მახსოვს კეტებით რომ მივიდა სამინსტოში, ახლა ხანძთელის ენით ლაპარაკობს!

    status quo   (22.07.2019)
    მუხაშავრია გურული ენამწარე შინაბერა ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს.სულ დაკარგა აკადემიური იურისტის იერი.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×