სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელიას განცხადებით, ამბობს რომ მას გუნდის წევრები წასვლის წინ აფრთხილებდნენ.

    განცხადება არ დააკონკრეტა ვინ გააფრთხილა, რომ "ოცნებიდან" წასვლის შემთხვევაში, მასზე ზეწოლა და მორალური ტერორი მოხდებოდა.

    ეკა ბესელია ამბობს, რომ მთავარი კითხვაა, ვინ იყო დამკვეთი, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულიყო. მისივე თქმით, როცა ის გუნდის წინააღმდეგ წავიდა, თანაგუნდელებმა გააფრთხილეს, რომ მორალური ტერორის შემთხვევაში მას ვერ დაიცავდნენ.

    "მასთანაც (ბიძინა ივანიშვილი) მქონდა ამ თემაზე საუბარი წამოსვლამდე. მე მჭირდებოდა მთავარ კითხვაზე პასუხი - ვინ ჩაიდინა ეს და იყო პირობა, რომ ეს იქნებოდა გამოძიებული, მან თქვა, რომ ეს არ იცოდა, მაგრამ უნდა გამოეძიებინათ. ამდენი ხანი გავიდა და ისევ პასუხგაუცემელია ეს კითხვები.

    პოლიტიკურ ომში როცა შევედი სასამართლოს თემაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ეს ფრაზაც მოვისმინე ვერ დაგიცავთო, გამეცინა, მე არაფერი მჭირდა დასაცავი, მე თვითონ ვიცავდი იმ გუნდს, რომელთან ერთადაც გამოვიარე შვიდი წელი. თუ ამას გულისხმობდნენ და ეს იყო ფორმა, რომელიც უნდა გამევლო, მე შინაგანად და მორალურად მზად ვიყავი, რადგან ესეთი რეპრესიები გავლილი მაქვს წინა წლებში. ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებას რომ არ აქვს და არც მე მაქვს ეს არის იმის მიზეზი, რომ კვალი არ არის შორს იმ პირებისგან, ვისაც შეიძლება ჰქონოდა ინტერესი ამ დანაშაულის მოფიქრების და განხორციელების.

    ამის მიზანი შეიძლება ჰქონოდა იმ ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც მოხდა ჩემი ნაბიჯების გადადგმა. ეს იყო ის ჯგუფი, რომელიც სასამართლოს გავლენიან ჯგუფად მოიხსენიება, მასთან დაკავშირებული პირები, ლობისტები, რომლებიც ლობირებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას და მათ შორის პარტიულ შემადგენლობაშიც. ასე რომ მგონია, რომ ეს პროცესი არ არის შორს მმართველი პარტიისგან, ისე როგორც ვერ გამოვრიცხე ის ძალა, რომლის დროსაც მოხდამ ამ უკანონო ჩანაწერის განხორციელება", - ამბობს ბესელია „კურიერთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×