სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) "მგონი, ქიბარ ხალვაშიც აღარ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "რუსთავი 2" მას არ ეკუთვნის. ერთია ჩვენი განცხადებები და მეორე გამოძიება, რომლის საშუალებითაც ყველაფერი სამართლებრივად უნდა დადგინდეს", - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტია გია ხუხაშვილი აკეთებს.

    მისივე თქმით, "რუსთავი 2" - ის დავის ირგვლივ დაწყებულ საქმეში სუფთა არავინ არ არის.

    „საკმაოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ის თემა, რომელზეც ვარაუდებით უნდა ვისაუბროთ. ძალიან ბევრი კითხვა გროვდება ოქრუაშვილთან, ხალვაშთან და სხვა ფიგურანტებთან მიმართებით. ის სერიოზული ბრალდებები, რომლებიც ირაკლი ოქუაშვილისა და ქიბარ ხალვაშის მიმართ არსებობს, საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს. როდესაც ვსვამთ კითხვას, თუ საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილის 7 მილიონი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე კითხვა ქიბარ ხალვაშსაც უნდა დავუსვათ. მან ფულის წარმომავლობის წყარო აუცილებლად უნდა დაასახელოს. ამ საქმეზე სრულმაშტაბიანი გამოძიების ჩატარებაა საჭირო.

    „მგონი, ქიბარ ხალვაშიც აღარ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "რუსთავი 2" მას არ ეკუთვნის. ერთია ჩვენი განცხადებები და მეორე გამოძიება, რომლის საშუალებითაც ყველაფერი სამართლებრივად უნდა დადგინდეს. არსებობს მესამე მხარე - დავით დვალი და ჯარჯი არქიმიძე, რომლებასც ამ საქმეში საკუთარი სიმართლე გააჩნიათ, აქედან გამომდინარე, არსებულ კითხვებზე პასუხები გამოძებამ აუცილებლად უნდა გასცეს", - ამბობს ხუხაშვილი "2020NEWS" - თან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    Siso   (23.07.2019)
    Xuxashvili kvelapershikia ogond ocneba alandzgvine da eshmaksac gaurigdeba

    ანა   (23.07.2019)
    ხუხაშვილი ჭკვიანი ადამიანია, იმას ამბობს ალბად, როგორც არის. ვის სჯერა , რომ ეს კომპანია მხოლოდ ხალვაშისაა?

    კაცი   (22.07.2019)
    ხუხაშვილმა უკვე ძალიან გაახურა, ისეთ რაღაცას დააბრეხვებს რომ ხალხს ერთმანეთთან აპირისპირებს,თვითონ განზე გადგება და ელოდება რა მოხდება.ამას ქვია ჩ ა თ ლ ა ხ ო ბ ა.

    bumerangi   (22.07.2019)
    wadei she nagavo,aferisto arakaco,shen vina xar da vin gasponsorebs is gamoidzion magis dro dadga ukve,avantiuristo!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×