სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) თბილისში, ბაგებში წყნეთის გზატკეცილის #37-თან მშენებარე კორპუსის სახურავზე მუშები სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ. შესაბამისი ვიდეო ფეისბუქმომხმარებელმა გიორგი კონტუაძემ გაავრცელა.

    მისი თქმით, კადრები 21 ივლისს არის გადაღებული. ნახევარწუთიან ვიდეოში ჩანს, რომ ხუთი მუშა მშენებარე კორპუსზე ჩაფხუტისა და დამცავი თოკების გარეშე დგას და სამშენებლო მასალებს ეზიდება.

    როგორც თბილისის ზედამხედველობის სამსახურს განაცხადეს, ცხელ ხაზზე არ შესულა შეტყობინება, თუმცა გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, ობიექტის გადასამოწმებლად, ადგილზე მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფი მივა. უწყების ცნობით, დარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამის სამქციებს გაატარებენ.

    On.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×