სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) კიევში, დარნიცკის რაიონის პოლიციამ კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი" ნუკრი დოჩია დააკავეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ნუკრი გალსკის" სახელით იცნობენ.

    უკრაინული მედიის ინფორმაციით, დოჩია კიევში საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს აკონტროლებდა და პარალელურად ორგანიზებას უწევდა ბინის ქურდობებს.

    კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, ქართველო „კანონიერი ქურდი" უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა, ვინაიდან 2018 წლის დეკემბერში იოს ქვეყნიდან გააძევეს და სამი წლით შესვლა აეკრძალა.

    1987 წელს დაბადებული ნუკრი დოჩია „კანონიერ ქურდად" თურქეთში „მონათლეს". ამჯერად ის უკრაინიდან სწორედ თურქეთში გაამგზავრეს.

    დოჩიას დაკავებამდე ორი დღით ადრე უკრაინაში, კერძოდ ოდესაში კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი", 47 წლის დავით გერლიანიც დააპატიმრეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე გერლიანის დაკავების და ქვეყნიდან გაძევების ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×