სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) მე არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია - „შენების მოძრაობის" ლიდერი, დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს უარყოფს.

    უსუფაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მას მოლაპარაკება არ ჰქონია და რომ მასთან ირაკლი ოქრუაშვილი თავად მივიდა.

    უსუფაშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილის ნათქვამი მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს გადასცა, რომელთა პასუხი იყო, რომ ოქრუაშვილი ჯერ უნდა დალაპარაკებოდა პროკურატურას.

    „მე არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია. ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის მზად არის მისცეს ჩვენებები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე პროკურატურას და სურს, ურთიერთობა ააწყოს "ქართულ ოცნებასთან" და ივანიშვილთან და მთხოვა, გადამეცა მე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებისთვის. მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე, ბიძინა ივანიშვილს და მათგან მიღებული პასუხი გადავეცი ოქრუაშვილს და პასუხი იყო შემდეგი - დაელაპარაკოს პროკურატურას, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში, მას შემდეგ ოქრუაშვილი დადიოდა პროკურატურაში და აძლევდა ჩვენებებს, ოცნებასთან მისი ურთიერთობა განვითარდა თუ არ განვითარდა, ეს მე უკვე აღარ ვიცი," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    bumerangi   (22.07.2019)
    SHENA DA SHENA COLMAC UNDA AGOT BEVR SAKITXZE PASUXI PRTKEL6PRTKELS ROM LAPARAKOBTA, sheni coli Tavdacvis ministrobas rom agirsa IVANISVILMA,cxovrebashi moeswreboda monistrobas,eg gaunatlebeli bluquna CHIDASHELI,shen kidev gajgimuli parlamentis tavmjdomare,unaxavebo ras moeswarit,ramdeni saxelmwifo fuli gaqvt shechmuli col-qmars isic agiaret,esec gamoidzion,ra patiosan politikosebad mogaqvt tavi,tanamdebobebs amofarebulo mdzarcvelebo! vin ikavit da vina xart chaixedet tqvens tavshi!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×