სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) გორში, წმინდა წყლის დასახლებაში სატვირთო მანქანიდან მუშა გადმოვარდა.

    ფაქტი მეჯუდის სანაპიროზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სატვირთოს "რეგიონ ფეშენ ვიკის" ბილბორდი გადაჰქონდა.

    "ხელით ეკავა ბილბორდი, ქარმა დაუბერა და თან გადაჰყვა", - უთხრა სატვირთოს მძღოლმა "ნიუპოსტს".

    დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი, გორის კეთილმოწყობის თანამშრომელია. ის სასწრაფომ "გორმედში" გადაიყვანა, როგორც კლინიკაში გვითხრეს, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×