რეზონანსი
22.07.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"- ის ჟურნალისტები საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

„რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის თქმით, ქიბარ ხალვაშის განცხადება სწორედ ისე აღიქვეს ზემოხსენებულმა ორგანიზაციებმა, როგორც კურიერის ჟურნალისტებმა.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ჟურნალისტების მხრიდან იქნება გარანტირებული ეთერი. მელაძის თქმით, ისინი ჩამოყალიბებული არიან კონკრეტულო სამოქმედო სტრატეგიაზე. კერძოდ, მისი განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ეხება მედიაპლურალიზმსა და სახელისუფლო გავლენებისგან თვისუფალ ყველაზე დიდი ტელევიზიაში ცენზურის დაწესების მცდელობას, ამის შესახებ იყოს საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული.

„ჩვენ არ ვიქნებით მარტო ამ ბრძოლაში, ვიქნებით ძალიან თანმიმდევრულები. გვექნება კონკრეტული გეგმა და ამ გეგმას მივყებით. ჩვენის მხირდან იქნება გარანტირებული ეთერის უზრუნველყოფა და ხარისხიანი პროდუქტი და არავის მივცემთ იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ვინმეს რამე საბოტაჟი მოვუწყვეთ. ამას ვერ იტყვის ვერც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, რომელთანაც მე დღის განმავლობაში რამდენჯერმე მაქვს ხოლმე კომუნიკაცია, რადგან როცა საქმე ეხება მაუწყებლობას, 9 საათიანი კურიერი უნდა გავიდეს თავის ეთერში, ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება რუთვი 2-ის მფლობელი.

ბოლო წუთამდე, ვიდრე პაატა სალია არ დაწერს ბრძანებებს და არ გვეტყვის, რომ ჩვენ ვართ გათავისუფლებული და რომ გაგვათავისუფლებს, მერე რა თქმა უნდა, სასამართლოში უნდა დაადასტუროს ეს ყველაფერი და სასამართლოს გზით ვიდავებთ მათთან. საერთაშორისო გამჭვირვალობამ და საიამ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მათი იურისტები იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები სასამართლოებში, ასეთი ბრძანებების არსებობის შემთხვევაში და მესამე, რაც შეეხევა მფლობელობაზე არსებულ პრეტენზიებს, ვისმენთ ყველას არგუმენტებს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია სარედაქციო დამოუკიდებლობა და გვაქვს ჩვენი თავის იმედი. ყველა ვინც ცდილობს, რომ მოექცეს ტელევიზია მისი გავლენის ქვეშ, ცდილობს სარედაქციო პოლიტიკა გადაქაჩოს აქეთ და იქით, ჩვენ გვაქვს ჩვენი თავის იმედი და არ ვაპირებთ არსად წასვლას" - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×