სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.07.2019

     (რეზონანსი) უსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე სახალხო დამცველს მიმართავს, რომ შეისწავლოს იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესის დროს მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ არსებული დამოკიდებულება.

    როგორც ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს განაცხადა, მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ საბჭოს წევრების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი.

    "მივმართავ სახალხო დამცველს, რომელიც არის ანტიდისკრიმინაციული კანონის ზედამხედველი ორგანო, დაიწყოს ამ თემის შესწავლა. მივმართავ არასამთავრობო სექტორს, ვართ ორი ქალი წევრი, ორივეს გვყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად უკვე მეორედ დატოვეს. საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლე წევრებს შორის კამათი ამჯერადაც მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროის გახანგრძლივებამ გამოიწვია. დილიძემ და ჯანეზაშვილმა კოლეგებს შესთავაზეს, რომ კანდიდატ თამარ ზამბახიძესთან გასაუბრება ხვალისთვის გადაედოთ, ვინაიდან სამუშაო დრო ამოწურული და გვიანია. აღნიშნული პოზიცია საბჭოს დანარჩენმა წევრებმა არ გაიზიარეს, რის შემდეგაც დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გასაუბრების პროცედურა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×