სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     ამერიკელი სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის დაცვის მხარის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. როგორც ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, სასამართლოდან მან უარი ერთი კვირის წინ მიიღო.

    რაც შეეხება თავად კობაურს, როგორც მისმა დამ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ის ჯანმრთელადაა და კვლავაც უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს.

    „როგორ შეიძლება, რომ ახლა სხვა რამეს ფიქრობდეს, როცა ეს მკვლელობა მას არ ჩაუდენია... დედა მიდის ხოლმე მასთან შეხვედრაზე და ამბობს, რომ ჩემი ძმა თავს ჯანმრთელად გრძნობს“, - ამბობს თეო კობაური.

    მალხაზ კობაური, ამ დროისთვის გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება და სასჯელს იხდის.

    შეგახსენებთ, რომ ხადის ხეობაში მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

    მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა 27 მარტს მიუსაჯა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Giorgi   (28.07.2019)
    Sisulele ki ara mag nadzirlis chadenilia da cesit sikvdilit unda dasajin

    სისულელეა!!!!!!   (25.07.2019)
    მარინე ნაჭყებია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×