სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ დედა-შვილის ნატო კვეზერელისა და გურამ კვეზერელის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს:

    „თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედა-შვილის, ნ.კ.-ს და გ.კ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“, მეორე ,,ე“, და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

    პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2014 წლის 14 დეკემბერს, ბრალდებულმა გ.ყ.-მ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით დაგეგმა და განახორციელა დედა-შვილის ნ.კ.-ს და გ.კ.-ს მკვლელობა. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.კ.-ს გვამი კასრში მოათავსა და მისი დაშლის მიზნით ქიმიური ხსნარი დაასხა, რის შემდეგაც დამარხა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში.

    სამართალდამცველებმა გ.კ. საბერძნეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 2 ივნისს დააკავეს, რის შემდეგაც მის მიმართ ხორციელდებოდა საექსტრადიციო პროცედურები, რაც ქართული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა და გ.კ-ს ექსტრადირება 2018 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×