სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

     "ყველაზე ძლიერი მამაკაცი", რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, 36 წლის რუსთაველი სპორტსმენი, გიორგი დოინჯაშვილია. ავარია ხარაგაულის რაიონში მოხდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც გიორგი დოინჯაშვილი თა­ვად მარ­თავ­და, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და დამცავი ბეტონის ჯებირს შე­ე­ჯა­ხა. სპორ­ტსმე­ნი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

    36 წლის რუსთაველ მამაკაცს მეუღლე და 1 შვილი ჰყავს.

    გიორგი დოინჯაშვილი საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი გახლდათ. საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანმა ლიდერმა, ევროპის უძლიერესი მამაკაცის სტატუსიც მოიპოვა. გიორგი არნოლდ კლასიკ ევროპის 2015 წლის ჩემპიონი და ექსტრემალურ ძალოსნობაში  2015-16 წლების ესპანეთის გრან-პრის გამარჯვებული იყო. იგი, როგორც ძალოსანი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში, მათ შორის პროექტ "ნიჭიერში".

    2017 წელს გიორგიმ საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის დამარცხება შეძლო. სპორტსმენი ფილტვის ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე, ძილის რეჟიმში იმყოფებოდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და სპორტული მოღვაწეობაც გააგრძელა.

    ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გიორგი დოინჯაშვილის ცხედარი მშობლიურ ქალაქში უკვე ჩამოასვენეს და სავარაუდოდ მას რუსთავში დაკრძალავენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×