სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

     ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებით, ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა. როგორც ქარელმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.

    „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან პარიზში ამ ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა, გაეყალბებინათ მსგავს ხელმოწერაზე, გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მზად ვარ, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელები და გვარები.ერთ-ერთი ცნობილი ამ საქმეში არის იოსებ გიგუაშვილი – ირაკლი ოქრუაშვილის ბიძაშვილი. ეს მათი ხელწერაა. ასეთი საქმე მათ ჰქონდათ გორშიც, როდესაც ცდილობდნენ გაყალბებული ხელშეკრულების შექმნით სხვისი ქონების მითვისებას. საქმე ეხება ერთ-ერთ ოფისს გორში. ეს საქმე იყო პროკურატურაში და საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ ეს იყო გაყალბებული ხელშეკრულება.

    ეს არის იშვიათი არსება, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი გაწიროს, ნებისმიერ ადამიანს ჩაარტყას ზურგში დანა, ნებისმიერ ადამიანს მოუგონოს ისტორიები და გაუვრცელოს, იჭორავოს. ეს იმდენად უზნეო, ბინძური და ამორალური ადამიანია, რომ ყველაფერზე წამსვლელია“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    გიო   (24.07.2019)
    ქარელო შენ 2 ვარიანტი გაქვს. ან ციხეში აღმოჩნდები და ან გაასწრებ საქართველოდან. იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს ვინ არის ოქრუაშვილი და რისი გამკეთებელია.

    ლინდა   (24.07.2019)
    რა საცოდავი იყავი ყოველთვის ქარელო! მიკვირდა, როგორ შეიძლება ამ გაუნათლებელ ადამიანს რაღაცა მნიშვნელოვანი თანამდებობა ჩააბარო-თქო. მოკლედ, ყველამ ვიხილეთ შენი საქმიანობა! ეს წლები დაკარგული იყავი, საინტერესოა რომელმა "ჭკვიანმა" მოიფიქრა შენი გამოყვანა> ეს იმდენად სასაცილო და სამარცხვინოა, რომ ვერც კი აღწერს ადამიანი. ეს "იმედი" კი მთლად გათახსირდა, რას აღარ იგონებენ, რითიც სულ უფრო ფარჩაკდებიან! გეყოთ ვირგლებო ხალხის გაბიაბრუება!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×