სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

    თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიან გორაზე ძვ. წელთაღრიცხვით V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა. ინფორმაციას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

    "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ პერიოდის ძეგლი შემორჩენილია მთლიანად და იძლევა იმ დროის ცხოვრების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას. ცენტრალურ ადგილას დიდი საკურთხეველია; სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ვაზები დევს; იქვე არის სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობა.

    გათხრებში თსუ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდაოქსფორდის უნივერსიტეტის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 15 სტუდენტი,"- წერია განცხადებაში.

    შიდა ქართლში, გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზაც ჩამოყალიბდა.

    2015 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „გრაკლიანის გორას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი. აქ არის, როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე საცხოვრებელი და ტაძრები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×