სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

     ისტორიკოსი და მწერალი გურამ ქართველიშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

    "ადამიანი ან მყვლეფავი მედროვე უნდა იყოს, ან გიჟი, ან მართლა პატრიოტი პოლიტიკოსი დღეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს დაქცევის პირას მდგარ საქართველოში. დღევანდელი ხელისუფლებისთვის იმიტომ არის ადვილი ამ პროცესების მართვა, რომ ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის გასაქრობად და ქართველი ეთნოსის მსოფლიოში გასაბნევად სხედან ამ უძველესი ქვეყნის მთავრობაში. მათ ამაში ზღაპრულ ჰონორარებსაც უხდიან და თვითონაც არნახულ „მაყუთს“ ღუნავენ ბიუჯეტიდან, ტენდერებიდან და მოსახლეობის ყვლეფიდან. 

    დღევანდელი საქართველო ყველა გარეწარის და იუდას „მეწველი ძროხაა“ და მათი მმართველობა არ შეიძლება პასუხისმგებლობად შეფასდეს. მე სტატუსის თავშივე თქმულ პასუხისმგებლობაზე მოგახსენებთ. ამის შემობრუნებას და აღმშენებლობაზე პოლიტ-პასუხისმგებლობის აღებას უმტკიცესი გუნდი და უჭკვიანესი თავები ჭირდება. პირველ რიგში კი ასეთების მოძებნაა საჭირო მსოფლიოში გაბნეულ და აქ მყოფ ქართველებში, მათი მოტივირება და დაფინანსება. დღევანდელი მართლაც ქარული აზროვნების პოლიტიკოსი, რომელიც სახიფათოდ არ იმართება საეჭვო წრეებიდან ათ თითს ვერ შეავსებს.“

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (24.07.2019)
    მართალი ბრძანდებით ბ-ო გურამ! ერთადერთი გამოსავალი ქუჩაა. ერი და ბერი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და პასუხი მოსთხოვოს ხელისუფლებას საქართველოს დაჩმორებისა და მისი გაყიდვისათვის მომზადების გამო. მაგრამ რამდენ უტვინოს ის საფრთხე ვერ გაუაზრებია, რაც ჩვენ მოგველის!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×