სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

      რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „მუხრუჭებმა უმტყუნა".

    ლავროვი სააკაშვილს აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყანა თავს დაესხა თავის მოქალაქეებს, თავს დაესხა სამშვიდობო ჯარებს, რომელთა შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ.

    „კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, პირველ რიგში შეერთებული შტატები, ყოველნაირად ცდილობენ მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. გაიხსენეთ, 2008 წელს, როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ამბობენ, უმტყუნა მუხრუჭებმა და მან მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, მათ შორის იმ გაფრთხილებების მიუხედავად, რასაც აკეთებდა (აძლევდა) ვლადიმერ პუტინი, გადაწყვიტა ძალის გამოყენება იმისთვის, რომ მოეგვარებინა ყველა თავისი პრობლემა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთშიც. იქ მუშაობდა ათობით ამერიკელი ინსტრუქტორი. ავარჯიშებდნენ საქართველოს სპეცრაზმსაც და მთლიანობაში სამხედრო მოსამსახურეებსაც და ბრძანებები, რომლებიც გაიცა, სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად, ისინი თავისთავად დანაშაულებრივია, ეს ყველას ესმის. ის თავს დაესხა თავის მოქალაქეებს, თავს დაესხა სამშვიდობო ჯარებს, რომელთა შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. ევროკავშირის შეკვეთილმა სპეციალურმა კვლევამ, ეგრეთ წოდებულმა ჰაიდი ტალიავინის კომისიამ, მკაფიო დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ეს სამხედრო მოქმედებები", - განაცხადა სერგეი ლავროვმა ლათინურ-ამერიკულ მედიასაშუალებებთან და ტელეარხ „RT"-სთან ინტერვიუში.

    წყარო:ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (24.07.2019)
    როგორ აქოთქოთდნენ ეს დედა აფეთქებულები! ადამიანებო გავერთიანდეთ, თუ მართლა საქართველოზე ფიქრობთ და არა ამ ხელისუფლების მსგავსად, რომლებისთვისაც მთავარია შეინარჩუნონ არსებული მდგომარეობა, თამანდებობები და ჩვენს ხარჯზე მოპოვებული მილიონები. ხოლო საით წავა საქართველო, რა ელის მომავალში ფეხებზე კიდიათ. არ დავუშვათ ქვეყნის ჩაბარება!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×