სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

      თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.

    პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით).

    მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში დაბარებულები არიან მათთვის ბრალდების დადგენილების გასაცნობად.

    საქართველოს გენერალური პროკურატურა მათთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

    წყარო:პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (24.07.2019)
    ხო, ხო, ხო , აქოთქოთდნენ, ებრაელი გარეწარი მოშეს რჩევებს ზედმიწევნით ასრულებენ. ყველა ის ადამიანი, რომელიც დიდ ბიძოს კონკურენტად მიაჩნია - ციხეში! თქვე გამოტვინებულო ქოცელიტავ, არაფერი გამოგივათ, გამოფხიზლებული ადამიანები არ დაუშვებენ ქვეყნის გაბახებას!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×