სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

       არც ზემო და არც ქვემო რაჭას, ონს, ამბროლაურს, ცაგერსაც კი არ ჰყავს რეანიმობილი და ამის გამო ონიდან გავწვდიან ამბავს, 16 წლის ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება:

    "16 წლის ლუკა აპარატზე უგონოდაა მიერთებული.

    გული მუშაობს, ტვინი შეშუპებული და უსიცოცხლოა.

    ეს ყველაფერი კი დაზიანებული რეანომობილის ბრალია რომელიც შაორზე გაფუჭდა"

    " არამარტო მთლიან რაჭას, ყველა სამივე რაჭა-ლეჩხუმის რაიონს: ონი, ამბროლაური და ცაგერს უნდა ყავდეს ცალკე თავისი საკუთარი მაღალი გამავლობის და თანამედროვედ აღჭურვილი რეანომობილი რომ დროზე ჩააღწიონ.. ქუთაისამდე ან თბილისამდე..

    აი რას წერს ამის შესახებ ისრაელში მცხოვრები ანა შიმშილაშვილი:

    "რ ე ა ნ ო მ ო ბ ი ლ ი რ ა ჭ ა ს!

    ჩემი რაჭველების აქციას ვუერთდები

    ონის და ამბროლაურის რაიონებს არ ყავთ რეანომობილი!

    16 წლის ახალგაზრდა კრიტიკულ მდგომარეობაშია!

    სანამ ლენტეხიდან მწყობრიდან გამოსული რეანომობილი ჩამოვიდა, რომელიც თბილისისკენ მიმავალი მწყობრიდან გამოვიდა, 4 საათი 16 წლის ბიჭი ჟანგბადის გარეშე იყო, ასეთ მდგომარეობაში მიიყვანეს ტყიბულის საავადმყოფოში!

    4 საათი ჟანგბადის გარეშე ყოფნა , ვისაც ცოტა მაინც გესმით მედიცინაში, ხვდებით რაცაა!

    მივმართავ შესაბამის ორგანოებს, ვისაც ხმა ოდნავ მიუწვდებათ, იმ დიდ ქველმოქმედებს, რომლებიც აქციებს აფინანსებენ , ყველა რაჭველს და ყველა ქართველს, გავაკეთოთ რამე!

    ეს უკვე მერამდენე შემთხვევა!

    სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები, ან ძველგაზრდები?

    სად გვყავს დასაკარგი ქართველები?

    ონში ზოგადად აღარცაა საავადმყოფო, მაშინ როცა ონში საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა არ გეშინოდა და ამისთვის თბილისში არ გარბოდი, რომელი ერთი ჩემი დროის ექიმი დაგისახელოთ?

    ყოველ პატარა წვრილმანზე ამბროლაურში დარბიან.

    მახსოვს ერთი წლის წინ რაც მოხდა მშობიარე ქალზე!

    მახსოვს ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნოდარ ბურდილაძე დაჭრილი და მუცელგამოფატრული , საკუთარი ძალებით ჩავიდა თბილისამდე, რამდენი სისხლი დაკარგა და რა დროო დაჭირდა და რა სახსრები მის ამქვეყნად მობრუნებას!

    ტურიზმი ავაყვავოთ რაჭაშიო!

    როგორ გვინდა ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეულ ტურისტზე და მის ჯანმრთელობაზე, შოვში თუ ბავშვს ექიმი დასჭირდა და ამბროლაურამდე უნდა არბენინოთ?

    მახსოვს ონის სინაგოგის 120 წლისთავზე ჩამოსულ ონელ ებრაელს ინსულტი დაემართა, რაც მოყვა ამ ამბავს ესეც ვიცით..

    მოკლედ, ვისაც ესმის და რაჭულად რომ გითხრათ ეყურება, გამოგვხედეთ, ბეჩა!

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×