სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.07.2019

      "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი იმ მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა.

    სოსო ფხაკაძის თქმით, ესენია ლარის კურსი და საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზრებზე.

    "მიზეზები, რამაც ბოლო პერიოდში გამოიწვია საწვავია ფასების ზრდა არის საერთაშორისო ფასების ზრდა, რომელიც არის მთავარი ინდიკატორი, რომელიც ფასებს განსაზღვრავს და მეორე, ეროვნული ვალუტის კურსი; რადგანაც ჩვენ პროდუქტის შესყიდვას ვახდენთ ამერიკულ დოლარებში, რეალიზაცია და შემოსავალი არის ლარში. შემდგომი პარტია რომ შევისყიდოთ, ამისთვის გვჭირდება გავაკეთოთ კონვერტაცია და როცა ამას მაღალი კურსით ვახდენთ, ბუნებრივია, ეს ადეკვატურ ასახვას ჰპოვებს საქართველოში ფასების დონეზე. უმეტესი კომპანიები, დაახლოებით, 95% შემოსავალს იღებს ლარში და მასზე ბუნებრივია, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსი", -აცხადებს ფხაკაძე.

    წყარო: ბიზნესმედია

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    უკომენტაროდ   (24.07.2019)
    და ეს ფხაკაძე საქართველოს ბიზნეს გაერთიანების პრეზიდენტია.

    ფირალი!!!   (24.07.2019)
    როგორ აყლევებენ ხალხს, იმდენი აქვთ დოლარები დაგროვებული რომ ყველაზე მეტად ეგენი სარგებლობენ! თუ მაგათი ხარჯი წინა ლეებში შეადგენდა სიტყვაზე 100000 ლარს რომელიც იყო 50 000 დოლარი, ეხლა ამ 100 000 ლარს ისტუმრებს 30 000 დოლარით და კიდევ ტირიან ეს არაკაცები!!!

    ლინდა   (24.07.2019)
    გეყოფათ სინდისგარეცხილო მინიოლიგარქებო! ყველაფრისთვის პასუხი მზად გაქვთ> გეყოფათ ჩვენს ხარჯზე მილიარდების დაგროვება, ცხვირში ამოგივათ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×