რეზონანსი
13.08.2019

  სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს

აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში 170,128.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული 2 კილოგრამზე მეტი ოქროს საიუველირო და 399,7 გრ. ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სხეულზე მალულად მოთავსებული შემოჰქონდათ.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა" - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ნიუპოსტი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×