სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2019

      ბათუმის სანაპიროზე შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო მოეწყო, რომელიც 9 აგვისტოდან ფუნქციონირებს. სპეციალური ტივტივათი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ზღვაში ჩასვლა შეუძლიათ. მათ მეთვალყურეობას კი დამხმარე მაშველები გაუწევენ.

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი შშმ პირი აცხადებს, რომ ზღვაზე მისულს, არც ადაპტირებული საცურაო ეტლი დახვდა და არც დამხმარე მაშველი.

    „პრაიმტაიმი" დაინტერესდა, რომელ საათებში ემსახურებიან მაშველები ზღვაზე დამსვენებელ შშმ პირებს და რა ევალებათ მათი კომფორტის უზრუნველსაყოფად.

    როგორც დამხმარე მაშველი ივანე ზედგინიძე ამბობს, ადაპტირებულ სანაპირო ზოლზე შშმ პირებს დამხმარე მაშველები დილის 9 საათიდან საღამოს 18:00 საათის ჩათვლით ემსახურებიან.

    „ჩვენ ყოველდღე აქ ვართ და ველოდებით დამსვენებლებს დილის 9 საათიდან. პირველ რიგში მთავარი უსაფრთხოებაა და ვცდილობთ მათ მაქსიმალურად შევუქმნათ კარგი პირობები. ვეხმარებით რომ ჩავიყვანოთ ზღვაში საცურაოდ, ამოგვყავს სანაპიროზე და მათ გვერდით ვართ ბოლომდე",- ამბობს მაშველი ივანე ზედგინიძე.

    რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ადგილზე მოსულ შშმ პირს პლაჟზე ადაპტირებული საცურაო ეტლი არ დახვდა, მაშველი განმარტავს, რომ იმ დროს ზღვაზე გამოცხადებული იყო საშტორმო მდგომარეობა, აღმართული იყო წითელი ალმები და შესაბამისად საცურაო აღჭურვილობა ალაგებული იყო.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×