სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2019

     თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 51-ე სკოლის მოსწავლე, 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილი 37 წლის დიმიტრი როსტომაშვილმა დაჭრა.

    არასრულწლოვანს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული ის, ღუდუშაურის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

    თვითმხილველების თქმით, დაჭრილი ბიჭი სკვერში ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მისმა ძაღლმა მეორეს უკბინა რის შემდეგად პატრონებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. არასრულწლოვანმა სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯვარი მქონდა დაკარგული და მის საძებნელად ქუჩაში გამოსვლისას კი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

    (genews.ge)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×