სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.08.2019

     რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა. 42 წლის მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რძალს (უმცროსი ძმის მეუღლეს), რომელსაც მეუღლე გამოექომაგა და ძმებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

    32 წლის მამაკაცმა დანით უფროს ძმას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ძმების ჩხუბის დროს მათ გაშველებას რძალი შეეცადა რა დროსაც შემთხვევით ისიც დაიჭრა.

    სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებში გადაიყვანა. "ინფო რუსთავის" ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია თავად ბრალდებულმა გამოიძახა, 32 წლის მამაკაცი დაკავებულია.

    შსს-ს ინფორმაციით, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას - 1977 წელს დაბადებულ კ.რ.-ს და მეუღლეს - 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.

    დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×