სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.08.2019

      ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იგოეთთან, მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

    შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები არიან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის მცხოვრებლები. დედა და შვილი. (55 წლის ქალი და 30 წლის კაცი) ასევე, 31 წლის კაცი, რომელიც სამხედროა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    აღნიშნული მუხლი 6-დან 10 წლამდეა თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×