რეზონანსი
14.08.2019

  სოხუმში, გუმსკაიას (ყოფილი ბარათაშვილის) ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, მეწყრის ჩამოწოლის საშიშროება შეიქმნა. შედეგად, 12-ბინიანი ორსართულიანი სახლის მცხოვრებლების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, ასევე ჩამოინგრა ორი ავტოფარეხი. გარდა ამისა, კერძო სახლის კედლებს ბზარები გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა საშიშ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათი ნაწილი ერთ-ერთ სასტუმროში განათავსეს.

ტელესტუდია „ასარკიას" ცნობით, პრობლემები ავტოსამრეცხაოს საძირკვლის ორმოს გათხრამ გამოიწვია, მათივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულია ქალაქის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს სახლის კედლის გასამაგრებელი სამუშაოები.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×