რეზონანსი
14.08.2019

  ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ქალს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის, რომლის თანახმადაც, ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ახალგაზრდა ქალს სასჯელის ზომად სამი წლით პირობით მსჯავრი მიესაჯა გამოსაცდელი ვადით.

მხარეებმა ასევე გაითვალისწინეს, ის რომ, ბრალდებული წარსულში არ იყო ნასამართლევი.მას ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კეკენაძემ სხდომაზე გამოაცხადა. პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს.

ნინო ჭითანავას მიმართ გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×