სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.08.2019

    ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბული ომარ გამ­ყრე­ლი­ძის ად­ვო­კატ­ი გი­ლე­რი ენ­დე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ომარ გამ­ყრე­ლი­ძის მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბას, მათ შვილს, ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძეს ედა­ვე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­თხვე­ვის დროს მოკ­ლულ და­ნარ­ჩენ 4 ადა­მი­ანს, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მათ საქ­მე­ზე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

    „ბრა­ლი, რაც ჰქონ­და ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს 5 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოხ­სნი­ლია. რო­დე­საც საქ­მე გა­და­ვი­და სა­სა­მარ­თლო­ში, ბრა­ლი მო­უხ­სნეს მკვლე­ლო­ბა­ზე და და­უ­ტო­ვეს მხო­ლოდ მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა. მკვლე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის აზ­რით, არის შვი­ლი ნო­დან გამ­ყრე­ლი­ძე. იგი­ვე უაზ­რო­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ, ანუ მამა და­ეხ­მა­რა შვილს მო­ეკ­ლა დედა და ძმა? ამა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვთ, მოწ­მე არ არ­სე­ბობს“,- აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

    გი­ლე­რი ენ­დე­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, მკვლე­ლი გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი არ არის და ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ 5 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლი ომარ გამ­ყრე­ლი­ძის შვი­ლის ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

    „ჩემი აზ­რით, ეს უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძის ცხოვ­რე­ბას. ის 90-იანი წლე­ბი­დან სამ­ხედ­რო პირი იყო, სპეც­რაზმშიც მსა­ხუ­რობ­და, ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი და სწო­რედ ნო­და­რის­თვის მი­ვიდ­ნენ ყან­და­უ­რა­ში. ვი­მე­ო­რებ, პრო­კუ­რა­ტუ­რას მოწ­მე­ე­ბი არ ჰყავს. უბ­რა­ლოდ ეს საქ­მე რო­გორ­ღაც მო­ათ­რი­ეს სა­სა­მარ­თლომ­დე“, - გა­ნა­ცხა­და "ინტერპრესნიუსს" ად­ვო­კატ­მა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×