რეზონანსი
17.08.2019

 (რეზონანსი) "გამ­თე­ნი­სა­ას შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ოზურ­გე­თის სამ­მარ­თვე­ლო­ში კლი­ნი­კა „მე­დალ­ფა­დან", რომ მიყ­ვა­ნი­ლი იყო ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც თან არ ყავ­და ჩვი­ლი.

გა­ვე­დით ახალ­შო­ბი­ლის დე­დის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ­ში. და­ვი­წყეთ ბავ­შვის მო­ძებ­ნა, იქ­ნებ გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. ვნა­ხეთ თხი­ლის ბა­ღებ­ში, ბა­ლა­ხებ­ში. სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი იყო, ჭიპ­ლა­რიც კი ჰქონ­და. ტი­რი­ლი­თაც არ ტი­რო­და, რა­ღაც უც­ნა­ურ ხმებს გა­მოს­ცემ­და... ჩემ­მა მე­წყვი­ლემ გა­ი­გო­ნა ეს ხმე­ბი და ასე მი­ვა­გე­ნით.მა­შინ­ვე ავიყ­ვა­ნე ბავ­ში ხელ­ში, სა­შინ­ლად გა­ყი­ნუ­ლი იყო... გა­ვი­ხა­დე ტან­საც­მე­ლი და შიშ­ველ მკერ­დში ჩა­ვი­ხუ­ტე, რომ გა­მეთ­ბო. შემ­დეგ ჩავ­სხე­დით მე და ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი მან­ქა­ნა­ში, ჩავ­რთეთ ღუ­მე­ლი და დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში. სას­წრა­ფო გზად შე­მოგ­ვხვდა. თა­ვი­დან „მე­დალ­ფა­ში„ გა­და­იყ­ვა­ნეს. შემ­დეგ ბა­თუმ­ში, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით მა­რი­ა­მი... თუ მო­მა­ნათ­ლი­ნე­ბენ, სი­ა­მოვ­ნე­ბით მოვ­ნათ­ლავ" - ყ­ვე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლი.აჩი­კო ახალ­კაც­მა მის მიერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნა დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა. ბავ­შვი ახლა სა­ი­მე­დო ხელ­შია და თავს კარ­გად გრძნობს...

(ამბები.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×