სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.08.2019

     გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა. ის ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

    რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე  ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა რუს ოკუპანტებს, აწამებდნენ და აიძულებდნენ ინფორმაცია გაეცა. ანწუხელიძე არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

    2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2009 წლის იანვარში გავრცელდა კადრები სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული.

    „…ვიდეოში ჩანს, რომ ისინი რიგრიგობით ძლიერად ახტებიან ზურგზე გიორგი ანწუხელიძეს და აიძულებენ მიწას აკოცოს. აგინებენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებიან. პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ.

    როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, ძირითადად ოსი და ასევე რუსი სამხედროები არიან.

    ადამიანი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს გიორგი ანწუხელიძის დაკითხვას, ოსური აქცენტით ქართულ ენაზე ლაპარაკობს, პერიოდულად ისმის მისი ოსურად ლაპარაკიც. იქვე არიან სხვა სამხედროფორმიანი პირებიც, სავარაუდოდ, მათ შორის, არიან ოსი არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებიც. სამხედროფორმიანი პირების სახეები არ ჩანს. მხოლოდ ერთი ადამიანის სახე ჩანს, და ის მეორე ვიდეოშიც არის. ასევე, მეორე ვიდეოშიც ჩანს, რომ მას სასტიკად სცემენ.

    გიორგის გარს ბევრი ხალხი ახვევია, ისინი მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ, გიორგი მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან და ფეხებით ძლიერად ურტყამენ…“- არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

    გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

    იგი სიკვდილის შემდეგ, 2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნინო ბასილაძე   (18.08.2019)
    მაგის წამება რომ ვნახე მთელი სხეული ამეწვა და მისმა დედამ და ცოლშვილმა როგორ უნდა მოინელოს მისი ტანჯვა.რუსეთი მკვლელია.შენს მწამებელს გიორგი უფალი თავის ხელით ჩამოახრჩობინებს თავს.ნათელი შენს ხსოვნას😢😢😢😢😢


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×