რეზონანსი
18.08.2019

 ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე 58 წლის ქალს თ.მ-ს, რომელიც სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია და საჭმელსა და ბოთლებს ხშირად სანაგვე ურნაში ეძებს, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა. 

"ეს ქალი სანაგვე ურნასთან იდგა. ძალიან უჭირს. ხან საჭმელს ეძებს ურნაში, ხანაც ბოთლებს რომ გაყიდოს და პურის ფული მაინც იშოვოს. მსუბუქი მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ისე დაარტყა ქალს, ააგდო ზემოთ. მძიმედაა, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა, მანქანა სწრაფად მოდიოდა და სხვებიც ასე მოძრაობენ. აქვეა  სკოლაც და მოვკვდით უკვე ნერვიულობით, ბავშვებსაც ვერ ვუშვებთ გარეთ" - განუცხადა თვითმხილველმა "გურიის მოამბეს".

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ქალბატონს ნეკნებისა და ლავიწის ძვლის მოტეხილობები აღენიშნება. ამ ეტაპისთვის პაციენტის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×