რეზონანსი
18.08.2019

 თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამეს მოხდა. გიორგი კირკიტაძე 2012 წლის აპრილიდან ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. 2013 წელს კი ტყიბულის მერის ბრძანების საფუძველზე, მუხურაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად დაინიშნა. გიორგი კირკიტაძე 1978 წლის 3 ნოემბერს ქალაქ ტყიბულში დაიბადა. 1986-1996 წლებში სწავლობდა მუხურის საშუალო სკოლაში. 2001-2005 წლებში სწავლობდა ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2009-2013 წლებში მუშაობდა საპატრიარქოსთან არსებულ სამშენებლო ფირმაში საქმეთა მწარმოებლად.

primetime

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×