სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.08.2019

     (რეზონანსი) "გიორგი ანწუხელიძის გმირობა ისტორიას დარჩება", - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    არჩილ თალაკვაძე გიორგი ანწუხელიძის შვილებს პირობას აძლევს, რომ მათი თაობა მშვიდობიან, დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრებს.

    "დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა გმირის, რომელიც თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და გაუტეხელი ახალი საქართველოს სიმბოლოდ იქცა! 24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას მინდა მივმართო გიორგის შვილებს, რომელთაც მამა არ ახსოვთ, თქვენი მამა გმირია! გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, თქვენმა თაობამ მშვიდობიან, დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს! დიდება გმირებს!", - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პატრიოტი   (19.08.2019)
    ანწუხელიძე კი კაცად წავიდა იმ ქვეყნად შენ რა სახელს დატოვებ შე არამზადა კომსომოლო


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×