სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.08.2019

     (რეზონანსი) საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ პირთა კუთვნილი სამი ავტომობილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოიყვანეს.

    როგორც ჟურნალისტებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კობა ცერცვაძემ განუცხადა, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

    „მოლაპარაკებების შედეგად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელთან ადმინისტრაციულ საზღვართან გადმოგვცეს უკანონოდ დაკავებული პირების კუთვნილი სამი ავტომობილი. რაც შეეხება თვითონ დაკავებულ პირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს რათა უკანონოდ დაკავებული პირები რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს", - განაცხადა კობა ცერცვაძემ.

    რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს . დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

    რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დღეს დააკავეს.

    სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.

    ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, საქართველოს რვა მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ქართველების მიმართ გადაწყვეტილებას „პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების" შემდეგ მიიღებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×