სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.08.2019

     (რეზონანსი) გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ჩავიდა. თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ იოსებ დვალიშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც დაკავებულის ახლობლებს შეხვდა.

    თავზარაშვილი მის შვებულებაში ყოფნის გამო ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა მისი წარმომადგენელი და შექმნილ მდგომარეობაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობდა.

    ,,ვიმყოფებოდი შვებულებაში, აქ იმყოფებოდა ჩემი მოადგილე, ასევე მერის წარმომადგენელი და შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ვფლობდი დეტალურ ინფორმაციას. ახლა შევუდექი მუშაობას, შევხვდი დაკავებული დვალიშვილის ოჯახს და ასევე, დღესევე ვაპირებ, რომ მოვინახულო სხვა დაკავებულების ნათესავები", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ქეთევან   (19.08.2019)
    უი რას ამბობ ..ყოჩაღ.მთავარია დეტალურად ფლობდა.

    გორი   (19.08.2019)
    ქართული ოცნების კლასიკური წარმომადგენელი აბა ამ ნაძირალა ს არჩევა შეიძლებოდა? შვებით ენა შეაწყვეტინეს საქონელს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×