სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.08.2019

    გუშინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან დატრიალებულ ტრაგედიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი ავარიის შედეგად მანქანაში გაჩენილ ხანძრის დროს ცოცხლად დაიწვნენ.

    სენაკის მაცხოვრებელი კახაბერ ადამია, ავარიის გამომწვევ მიზეზებზე წერს და სრულ პასუხისმგებლობას გზის მშენებელ კომპანიას აკისრებს. 

    „მას შემდეგ, რაც სენაკში, გაუმართავი გზის მშენებლობის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში 2 ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა, იმ საგზაო კომპანიამ, რომელსაც აღნიშნულ მონაკვეთზე აყრილი გზა 4 დღის განმავლობაში შესაბამისი საგზაო ნიშნების გარეშე უპატრონოდ ჰქონდა მიტოვებული, ღამის საათებში, სიბნელეში განაგრძო მუშაობა... დიდი ალბათობით, რაღაც კვალის დაფარვას ცდილობენ ამ სიბნელეში. შეკითხვებით მისულ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანიის თანამშრომლებმა ფიზიკური დაპირისპირებით და გინებით უპასუხეს. ასეთი უპატრონობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“ - წერს კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    444   (19.08.2019)
    ადამიანობა იქონიეთ და შეიბრალეთ ოჯახის წევრები, ცოტა მოზომილად წერეთ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×