რეზონანსი
19.08.2019

 დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია გეგიძემ გუშინ თავად გაავრცელა. „პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაამოწმა, სადაც განაცხადეს:

„ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს     გამოძიება, რომლის  ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზვანა და ჩაბარდა 3 მაისს,  თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება“.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×