რეზონანსი
19.08.2019

  რუსთავი - თბილისის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 11 მარშრუტიდან 6 მარშრუტზე, დღეიდან 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა.

გაზრდილი მგზავრობის საფასურის გადახდა მგზავრებს შემდეგ მარშრუტებზე მოუწევთ: რუსთავი-თოდრიას მოედანი-დიდუბე; რუსთავი-რკინიგზის სადგური-თბილისი-თორნიკე ერისთავის ქუჩა; რუსთავი-ძველი ბაზარი - „თბილისი ცენტრალი"; რუსთავი-12 მკ/რ-ი-სადგურის მოედანი; რუსთავი-ძველი ავტოსადგური-ვარკეთილი, რუსთავი-ფიროსმანის ქუჩა - სპორტის სასახლე.

ფასის გაზრდის შესახებ განცხადება კომპანია „ინტერტრანსმა" მიკროავტობუსებში 17 აგვისტოს გაავრცელა.

წყარო: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×