რეზონანსი
19.08.2019

  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-კოდას გზის მონაკვეთზე.

ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ადგილზე მოობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×