სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.08.2019

      სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ დაღუპული ორი ახალგაზრდის შესახებ „პრაიმტაიმმა" ახალი ინფორმაცია მოიპოვა.

    21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიშვილი ქობულეთში რესტორან "სან სეტში" მუშაობდნენ. თუშიშვილი თბილისელია, მაჩიტიძე წარმოშობით თერჯოლიდან გახლავთ. ბიჭები ქობულეთში სამუშაოდ იმყოფებოდნენ. ვალერი ბარმენი იყო. როგორც „პრაიმტაიმს" მისმა ახლო ნათესავმა, ეველინა მენთეშაშვილმა განუცხადა, ბიჭები შოთას შეყვარებულის სანახავად მიდიოდნენ და სამსახურში მალევე უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაჩიტიძეს თავისი შეყვარებულისთვის სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა და გაუფრთხილებლად უნდა დადგომოდა თავზე...

    „ძალიან კეთილი ბიჭი იყო, თხოვნაზე არავის უარს არ ეუბნებოდა. სიცოცხლით სავსე, უკეთილესი ბიჭი იყო, თვალები უბრწყინავდა, სულ იცინოდა. ყველას უყვარდა... 22 აგვისტოს იკრძალება, 21-ში მისი პატარა ძმის, 31 აგვისტოს კი დედამისის დაბადების დღეა" - ამბობს ევა.

    მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას გულისტიკივილით აღუნიშნავს, რომ ეს უმოკლედ დროში უკვე მეშვიდე უბედური შემთხვევაა. გზა ოთხი თვეა გადათხრილია და სარემონტო სამუშაოების მანიშნებელი ნიშანი არ დგას, რომ მძღოლები ფრთხილად იყვნენ. მიმართეს შესაბამის უწყებას, მაგრამ - ამაოდ.

      ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ რესტორანი „სან სეტი", გარდაცვლილი ბიჭების ხსოვნის საპატივცემულოდ, მენეჯერს დროებით დაუკეტავს. გარდაცვლილი ბიჭების დაკრძალვის ხარჯებს რესტორანი დაფარავს.

    სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ორი კი დაშავდა. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ისინი კლინიკა არქიმედეში გადაიყვანეს.

    ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები აალდა და დაიწვა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×