რეზონანსი
19.08.2019

  ხანძარია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ცეცხლი 10 ჰექტრამდე ფართობზე, ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია, რომელიც ტყესთან ახლოს მდებარეობს.

ხანძრის ლოკალიზაცია ერთი საათია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები.

როგორც „პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სხვა ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის და ცეცხლი მალე ლოკალიზებული იქნება.

ლაგოდეხში დახმარებისთვის კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გამოძახებული სახანძრო სამსახურები მიემართებიან.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×